X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

29 სექტემბერი 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - აშოტ სმბატიანთან.

ირაკლი ქარსელაძემ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე ახალი საავტომობილო ხიდის, .. მეგობრობის ხიდის მნიშვნელობა, რომელიც ერთობლივად აშენდა და რომელიც ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

ირაკლი ქარსელაძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ. თავის მხრივ, აშოტ სმბატიანმა განსაკუთრებით აღნიშნა პროექტების განხორციელების მაღალი ტემპი.